"შედეგით აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ. თამაშს 60 წუთი ვაკონტროლებდით, მერე ყველაფერი ცოტა ემოციური იყო. გოლი არ გავუშვით, დაცვაში კარგად გავისარჯეთ, თუმცა ბოლო 20 წუთი უკეთ გვმართებდა თამაში. სტუმრად ქულა მოვიპოვეთ და მორიგი შეხვედრისთვის დავიწყებთ მომზადებას.
აქ რაიმე ველური დერბისთვის არ მოვსულვართ. შედეგი სამართლიანია. რა მდგომარეობაშია სალაჰი? ყოველ 5 წუთში ხომ არ მოგიყვებით მის ამბავს? წესით, სამშაბათს ვარჯიში უნდა დაიწყოს".