"ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. თითოეულ მატჩში მსურს გატანა და გუნდის დახმარება. ჩვენთვის მთავარია, ვითამაშოთ, როგორც ერთიანმა გუნდმა.
იან რაშის რეკორდის დამხობა მინდა (რაშმა 1983/84 წლების სეზონში "ლივერპულის" მაისურით 47 გოლი გაიტანა) და ამასთან ახლოს ვარ, სულ რაღაც 7 გოლი მაკლია.
ვნახოთ, ჯერ არ ვიცი, რამდენი მატჩის ჩატარება მოგვიწევს. ბოლომდე დავიხარჯები, რომ გუნდს დავეხმარო.
ჩემპიონთა ლიგის მოგებასა და პირად ჯილდოებს შორის არჩევანის გაკეთება რომ მომიწიოს, რა თქმა უნდა,
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით