მოჰამედ სალაჰი: იან რაშის რეკორდის დამხობა მინდა

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა საკუთარ შედეგიან თამაშზე და ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილზე ისაუბრა.

"ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. თითოეულ მატჩში მსურს გატანა და გუნდის დახმარება. ჩვენთვის მთავარია, ვითამაშოთ, როგორც ერთიანმა გუნდმა.

იან რაშის რეკორდის დამხობა მინდა (რაშმა 1983/84 წლების სეზონში "ლივერპულის" მაისურით 47 გოლი გაიტანა) და ამასთან ახლოს ვარ, სულ რაღაც 7 გოლი მაკლია.

ვნახოთ, ჯერ არ ვიცი, რამდენი მატჩის ჩატარება მოგვიწევს. ბოლომდე დავიხარჯები, რომ გუნდს დავეხმარო.

ჩემპიონთა ლიგის მოგებასა და პირად ჯილდოებს შორის არჩევანის გაკეთება რომ მომიწიოს, რა თქმა უნდა,
პირველს ავირჩევ. ჩემპიონთა ლიგის მოგება შესანიშნავი მიღწევაა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, სხვა დანარჩენი არ მადარდებს", - თქვა სალაჰმა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული