როგორ დაეხმარა სალაჰი ქურდს, რომელმაც მისი სახლი გაძარცვა - ეგვიპტის გმირის ისტორია

AutoSharing Option
ინგლისურმა "სანმა" მოჰამედ სალაჰის შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც გთავაზობთ.

"ლივერპულის" შემტევის, ეგვიპტის პროვინცია გარბიაში დაბადებული სალაჰის ოცნებებს საზღვარი არასოდეს ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის უკვე კვირაში 90 000 ფუნტს იღებს და "ლივერპული" მის გაყიდვას 200 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს, ფეხბურთელს არ დავიწყებია, საიდან არის.

სალაჰი  ათიათასობით ფუნტს ხარჯავს, რომ თავისი მშობლიური ქალაქის, ნაგრიგის მოსახლეობას დაეხმაროს. ის პატარა სახლში გაიზარდა და 4 და-ძმას შორის ყველაზე უფროსი იყო.

მისი მშობლები საჯარო უწყებებში იყვნენ დასაქმებულნი, ხოლო მამამისი ჟასმინითაც ვაჭრობდა. მოჰამედი ოცნებობდა, რომ
გამხდარიყო მდიდარი, რათა ხალხს დახმარებოდა.

მან ქალაქში საავადმყოფო ააშენა და ძვირფასი სამედიცინო აღჭურვილობა შეიძინა. ამით მან უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

სალაჰი გოგონებისთვის სკოლას აშენებს და ყოველთვიურად რამდენიმე ოჯახს ეხმარება. იმისთვის, რომ ფული სწორად დაეხარჯა, "ლივერპულის" შემტევმა თავის სოფელში საქველმოქმედო ორგანიზაცია შექმნა.

სალაჰი მშობლიურ პროვინციაში ხშირად ჩადის. ის 20 წლის იყო, როდესაც თანასოფლელ გოგონა მაგიზე დაქორწინდა.

როდესაც მის სოფელში წყვილები ქორწინდებიან, სალაჰი მათ ძვირფას სახლის ტექნიკას ჩუქნის.

ეგვიპტის ნაკრები სალაჰის პენალტის შედეგად 1990 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად გავიდა. საფეხბურთო კლუბ "ზამალეკის" პრეზიდენტს სალაჰისთვის დიდი რაოდენობით თანხის ჩუქება უნდოდა, მაგრამ მოჰამედმა სთხოვა, ეს თანხა მისი მშობლიური ქალაქის საავადმყოფოსთვის გადაეცა, რათა მათ სამედიცინო ტექნიკა ეყიდათ.

სალაჰის ოჯახი ეგვიპტეში გაძარცვეს. მამამისს სურდა, ქურდი ციხეში ჩაესვათ, მაგრამ ფეხბურთელმა დაარწმუნა, რომ მისთვის არ ეჩივლათ. ის ქურდს ფინანსურად დაეხმარა და სამსახური მოუძებნა.

ქალაქ ბასიონში საშუალო სკოლა ახლა სალაჰის სახელს ატარებს. მისი მშობლიური სოფლის მკვიდრთა თქმით, ის ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება, მაგრამ არ ასაჯაროებს", - ნათქვამია სტატიაში.
მკითხველის კომენტარები / 15 /
კარგად რომ თამაშობს სომხებმა თქვეს სომეხიაო, მარა რომ ნახეს ამდენი რამე გაუკეთებია, ეგრევე გადათქვეს ჩვენი არააო))))
არტურა
23 აპრილი 2018 12:37
0
მაგარი კაცია. ამიტომაც მიაღწია ამოდენა წარმატებებს!
tarieli
21 აპრილი 2018 17:45
0
უდიდეს პატივს ვცემ ასეთ ხალხს, რომ არ ავიწყდებათ საიდან არიან და მისი ხალხისთვის არაფერი არ ენანებათ, უფრო მეტისთვის მიგეღწიოს წარმატებები
ზიზუ
21 აპრილი 2018 20:50
0
ჩვენებს რატომ ავიწყდებათ საიდან მოდიან? მიბაძედ ამ გამორჩეულ ადამიანს.
ირმა
21 აპრილი 2018 23:26
1
თვალი სულის სარკეა, სალაჰს თვალებშიც ეტყობა რა გულიანი კაციცაა, ამიტომაც არ გამკვირვებია რაც აქ წავიკითხე!
b-52
21 აპრილი 2018 19:55
0
კაციც ეგ ყოფილა.
ნინო
23 აპრილი 2018 11:57
0
მიეცით საქართველოს მოქალაქეობა
Zorbegi
21 აპრილი 2018 16:57
2
ვინც გასცემს, ის პოულობს!
vaxo...
22 აპრილი 2018 20:58
1
Patara kala gaichita kaxac ase ar arigebs puls? :D yvelas uyvars tavis qveyana chveni mdidrebia garda an tu rames daxarjaven cin iyurebian atmagad rom amoigon
Kala
22 აპრილი 2018 00:46
9
სალაჰ აკბარ!
დათო
21 აპრილი 2018 17:25
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული