როგორ დაეხმარა სალაჰი ქურდს, რომელმაც მისი სახლი გაძარცვა - ეგვიპტის გმირის ისტორია

AutoSharing Option
ინგლისურმა "სანმა" მოჰამედ სალაჰის შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც გთავაზობთ.

"ლივერპულის" შემტევის, ეგვიპტის პროვინცია გარბიაში დაბადებული სალაჰის ოცნებებს საზღვარი არასოდეს ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის უკვე კვირაში 90 000 ფუნტს იღებს და "ლივერპული" მის გაყიდვას 200 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს, ფეხბურთელს არ დავიწყებია, საიდან არის.

სალაჰი  ათიათასობით ფუნტს ხარჯავს, რომ თავისი მშობლიური ქალაქის, ნაგრიგის მოსახლეობას დაეხმაროს. ის პატარა სახლში გაიზარდა და 4 და-ძმას შორის ყველაზე უფროსი იყო.

მისი მშობლები საჯარო უწყებებში იყვნენ დასაქმებულნი, ხოლო მამამისი ჟასმინითაც ვაჭრობდა. მოჰამედი ოცნებობდა, რომ
გამხდარიყო მდიდარი, რათა ხალხს დახმარებოდა.

მან ქალაქში საავადმყოფო ააშენა და ძვირფასი სამედიცინო აღჭურვილობა შეიძინა. ამით მან უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

სალაჰი გოგონებისთვის სკოლას აშენებს და ყოველთვიურად რამდენიმე ოჯახს ეხმარება. იმისთვის, რომ ფული სწორად დაეხარჯა, "ლივერპულის" შემტევმა თავის სოფელში საქველმოქმედო ორგანიზაცია შექმნა.

სალაჰი მშობლიურ პროვინციაში ხშირად ჩადის. ის 20 წლის იყო, როდესაც თანასოფლელ გოგონა მაგიზე დაქორწინდა.

როდესაც მის სოფელში წყვილები ქორწინდებიან, სალაჰი მათ ძვირფას სახლის ტექნიკას ჩუქნის.

ეგვიპტის ნაკრები სალაჰის პენალტის შედეგად 1990 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად გავიდა. საფეხბურთო კლუბ "ზამალეკის" პრეზიდენტს სალაჰისთვის დიდი რაოდენობით თანხის ჩუქება უნდოდა, მაგრამ მოჰამედმა სთხოვა, ეს თანხა მისი მშობლიური ქალაქის საავადმყოფოსთვის გადაეცა, რათა მათ სამედიცინო ტექნიკა ეყიდათ.

სალაჰის ოჯახი ეგვიპტეში გაძარცვეს. მამამისს სურდა, ქურდი ციხეში ჩაესვათ, მაგრამ ფეხბურთელმა დაარწმუნა, რომ მისთვის არ ეჩივლათ. ის ქურდს ფინანსურად დაეხმარა და სამსახური მოუძებნა.

ქალაქ ბასიონში საშუალო სკოლა ახლა სალაჰის სახელს ატარებს. მისი მშობლიური სოფლის მკვიდრთა თქმით, ის ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება, მაგრამ არ ასაჯაროებს", - ნათქვამია სტატიაში.
მკითხველის კომენტარები / 15 /
კაცი, რომელიც "სადღაც" ეგვიპტის, "რომელიღაც (მიყრუებული)" სოფლიდანაა და თავისი, პატარა ქალაქისთვის და მშობელი სოფლისთვის, როგორ "რაღაცეებს" აკეთებს....
და ჩოხატაურში, სადაც ღვთით ბოძებულ სიმდიდრეს (ნაბეღლავის მადლიან წყალს), ერთი მუჭა კაპიტალისტები (მათ ჯიბეში არავინ უძვრება, და თუ ეკუთვნით ღმერთმა მისცეთ), ისე დაეპატრონნენ, რა საავადმყო-რის საავადმყოფო, ან გაჭირვებულების დახმარება, ან მადლიანი საქმის მსგავსზეც ზედმეტია გაფიქრებაც კი... უბრალოდ ჩოხატაურში სპორტული სკოლის ჯგუფებისთვის, "კინკილე", 1 ცალი "პინპონკის" ბურთიც კი არ ააქვთ ნაჩუქარიიი....
"ა, ამათზეა პირდაპირ გამოწერილი "დღევანდელი-აქტუალური" ანდაზა: "ქართველობას გვართმევენ ქართველობას ხალხოოოო".... !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
......!!!!!!!!!!!!! (+ღმერთო შენ გვიშველე+).
laozy2
27 აპრილი 2018 13:09
1
კარგად რომ თამაშობს სომხებმა თქვეს სომეხიაო, მარა რომ ნახეს ამდენი რამე გაუკეთებია, ეგრევე გადათქვეს ჩვენი არააო))))
არტურა
23 აპრილი 2018 12:37
0
კაციც ეგ ყოფილა.
ნინო
23 აპრილი 2018 11:57
0
ვინც გასცემს, ის პოულობს!
vaxo...
22 აპრილი 2018 20:58
1
ვინც გასცემს, ის პოულობს!
vaxo...
22 აპრილი 2018 20:55
1
ლაშა ისტორიის ნაცვლად გიწერია იტორია და ჩაასწორე. სალაჰს უდიდესი პატივისცემა!
Georgian
22 აპრილი 2018 18:45
1
Karieras to morcheba gaxdeba prezidenti an premieri egviptis.
Timo
22 აპრილი 2018 08:15
1
Patara kala gaichita kaxac ase ar arigebs puls? :D yvelas uyvars tavis qveyana chveni mdidrebia garda an tu rames daxarjaven cin iyurebian atmagad rom amoigon
Kala
22 აპრილი 2018 00:46
9
ჩვენებს რატომ ავიწყდებათ საიდან მოდიან? მიბაძედ ამ გამორჩეულ ადამიანს.
ირმა
21 აპრილი 2018 23:26
1
ზედ გამოჭრილი საქართველოს მთავრობაა ძველებიც და ახლანდელიც :)
ნოდო
21 აპრილი 2018 22:28
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული