"ლივერპულის" შემტევის, ეგვიპტის პროვინცია გარბიაში დაბადებული სალაჰის ოცნებებს საზღვარი არასოდეს ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის უკვე კვირაში 90 000 ფუნტს იღებს და "ლივერპული" მის გაყიდვას 200 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს, ფეხბურთელს არ დავიწყებია, საიდან არის.
სალაჰი ათიათასობით ფუნტს ხარჯავს, რომ თავისი მშობლიური ქალაქის, ნაგრიგის მოსახლეობას დაეხმაროს. ის პატარა სახლში გაიზარდა და 4 და-ძმას შორის ყველაზე უფროსი იყო.
მისი მშობლები საჯარო უწყებებში იყვნენ დასაქმებულნი, ხოლო მამამისი ჟასმინითაც ვაჭრობდა. მოჰამედი ოცნებობდა, რომ
მან ქალაქში საავადმყოფო ააშენა და ძვირფასი სამედიცინო აღჭურვილობა შეიძინა. ამით მან უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
სალაჰი გოგონებისთვის სკოლას აშენებს და ყოველთვიურად რამდენიმე ოჯახს ეხმარება. იმისთვის, რომ ფული სწორად დაეხარჯა, "ლივერპულის" შემტევმა თავის სოფელში საქველმოქმედო ორგანიზაცია შექმნა.
სალაჰი მშობლიურ პროვინციაში ხშირად ჩადის. ის 20 წლის იყო, როდესაც თანასოფლელ გოგონა მაგიზე დაქორწინდა.
როდესაც მის სოფელში წყვილები ქორწინდებიან, სალაჰი მათ ძვირფას სახლის ტექნიკას ჩუქნის.
ეგვიპტის ნაკრები სალაჰის პენალტის შედეგად 1990 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად გავიდა. საფეხბურთო კლუბ "ზამალეკის" პრეზიდენტს სალაჰისთვის დიდი რაოდენობით თანხის ჩუქება უნდოდა, მაგრამ მოჰამედმა სთხოვა, ეს თანხა მისი მშობლიური ქალაქის საავადმყოფოსთვის გადაეცა, რათა მათ სამედიცინო ტექნიკა ეყიდათ.
სალაჰის ოჯახი ეგვიპტეში გაძარცვეს. მამამისს სურდა, ქურდი ციხეში ჩაესვათ, მაგრამ ფეხბურთელმა დაარწმუნა, რომ მისთვის არ ეჩივლათ. ის ქურდს ფინანსურად დაეხმარა და სამსახური მოუძებნა.
ქალაქ ბასიონში საშუალო სკოლა ახლა სალაჰის სახელს ატარებს. მისი მშობლიური სოფლის მკვიდრთა თქმით, ის ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება, მაგრამ არ ასაჯაროებს", - ნათქვამია სტატიაში.
და ჩოხატაურში, სადაც ღვთით ბოძებულ სიმდიდრეს (ნაბეღლავის მადლიან წყალს), ერთი მუჭა კაპიტალისტები (მათ ჯიბეში არავინ უძვრება, და თუ ეკუთვნით ღმერთმა მისცეთ), ისე დაეპატრონნენ, რა საავადმყო-რის საავადმყოფო, ან გაჭირვებულების დახმარება, ან მადლიანი საქმის მსგავსზეც ზედმეტია გაფიქრებაც კი... უბრალოდ ჩოხატაურში სპორტული სკოლის ჯგუფებისთვის, "კინკილე", 1 ცალი "პინპონკის" ბურთიც კი არ ააქვთ ნაჩუქარიიი....
"ა, ამათზეა პირდაპირ გამოწერილი "დღევანდელი-აქტუალური" ანდაზა: "ქართველობას გვართმევენ ქართველობას ხალხოოოო".... !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
......!!!!!!!!!!!!! (+ღმერთო შენ გვიშველე+).