რაფაელ ბენიტესი "ნიუკასლისგან" გარანტიებს ითხოვს

AutoSharing Option
"ნიუკასლის" მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა გუნდის ხელმძღვანელობას გარანტია მოსთხოვა, რომ სატრანსფერო ფანჯრისთვის საჭირო თანხას გამოუყოფენ.

"კაჭკაჭებს" სურთ, რომ ესპანელ სპეციალისტს შრომითი ხელშეკრულება გაუგრძელონ, ბენიტესი კი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 70 მილიონი ფუნტის გამოყოფას ითხოვს. გარანტიის მიღების შემთხვევაში კი ის კონტრაქტს გააგრძელებს.

აქვე გეტყვით, რომ რაფას სამსახურით "ნაპოლია" დაინტერესებული, საიდანაც დიდი ალბათობით, ზაფხულში მაურისიო სარი აიბარგებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული