პეპ გვარდიოლა: ინგლისის ჩემპიონატის მოგება უფრო რთულია, ვიდრე ესპანეთისა და გერმანიის

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ინგლისის, ესპანეთისა და გერმანიის ჩემპიონატების კონკურენციის დონე შეადარა.

"ინგლისის ჩემპიონატის მოგება უფრო რთულია, ვიდრე ესპანეთისა და გერმანიის. პრემიერლიგა განსაკუთრებულია, სირთულიდან გამომდინარე. გვიხარია, რომ ამას მივაღწიეთ და განსაკუთრებით, თუ როგორ მივაღწიეთ ამას.

სეზონის დასაწყისში არავინ იცის, რით დასრულდება ყველაფერი. უბრალოდ, კარგად უნდა მოამზადოთ გუნდი, ხოლო ჩემპიონობა ამის შედეგია.

ვხედავდით, გუნდებმა, რომლებმაც გასულ სეზონში პრემიერლიგა მოიგეს, შემდეგ წელს ჩემპიონთა ლიგაშიც კი ვერ მოხვდნენ. ჯილდოს ზედიზედ ორჯერ მოგება რთული იქნება, მაგრამ ამ გამოწვევას ვიღებთ", - თქვა გვარდიოლამ.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული