რა იკითხა პირველი ალექს ფერგიუსონმა კომიდან გამოსვლის შემდეგ

AutoSharing Option
ავტორიტეტული ინგლისური გამოცემა "სანის" ინფორმაციით, სერ ალექს ფერგიუსონმა კომიდან გამოსვლის შემდეგ პირველი, რაც იკითხა, ეს ინგლისის პირველი ლიგის ბინადრის, "დონკასტერის" მატჩის შედეგი იყო.

"დონკასტერს" სათავეში ამჟამად ლეგენდარული შოტლანდიელის ვაჟი დარენი უდგას და მისი ინტერესიც ამით იყო გამოწვეული.

ფერგიუსონს ასევე ხუმრობით უკითხავს, თუ შეძლებს 26 მაისს კიევში ჩემპიონთა ლიგის ფინალზე გამგზავრებას.

შეგახსენებთ, რომ ტვინში სისხლის ჩაქცევის შემდეგ სერ ალექსს 5 მაისს ოპერაცია გაუკეთეს, 7 მაისს კომიდან გამოიყვანეს, ახლა კი თავს კარგად გრძნობს.

▶ ალექს ფერგიუსონი კომიდან გამოიყვანეს და ლაპარაკი დაიწყო
შენთვის ვლოცულობ - კრიშტიანო რონალდოს პოსტი ალექს ფერგიუსონს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაბუმ სიკვდილსაც დაუ-comeback-ა
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული