პრემიერლიგა. გამოტოვებული ტური: რეალური თუ მიზერული შანსებისთვის

AutoSharing Option
პრემიერლიგის გამოტოვებული მატჩებიდან ორს სერიოზული დატვირთვა აქვს. "ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსი დაიბრუნა მას შემდეგ, რაც ზედიზედ 4 თამაში მოიგო, ხოლო კონკურენტებმა ქულები გაანიავეს.

"არისტოკრატები" დღეს უმასპინძლებენ "ჰადერსფილდს", რომელიც, თავის მხრივ, გადარჩენისთვის იბრძვის და გასულ უქმეებზე თვით "მანჩესტერ სიტისაც" არ დანებდა (0:0) "ეტიჰადზე". იმის ალბათობა, რომ დავიდ ვაგნერის გუნდმა ზედიზედ მეორე გასვლით შეხვედრაში კიდევ ერთ გრანდს მოუშალოს ნერვები, ძალზე მცირეა.

"ტოტენჰემის" მეტოქე უმოტივაციო "ნიუკასლია". "მამლებს" აუცილებლად სჭირდებათ გამარჯვება. "ჩელსისთან" მათ უპირატესობა აქვთ (4:3) ურთიერთშეხვედრებში. პლუს ამას, ბოლო ტურში შინ ეთამაშებიან
"ლესტერს", რომელიც ქულებს აქეთ-იქით არიგებს.

თუმცა "ჩელსის" "სამიზნედ" შეიძლება "ლივერპულიც" იქცეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება და პრემიერლიგაში ერთი მატჩიღა აქვს სათამაშო (ბოლო ტურში შინ "ბრაიტონს" მასპინძლობს). იურგენ კლოპის ბიჭებს ერთი ცუდი ზნე სჭირთ - ხშირად კარგავენ კონცენტრაციას და ბეწვის ხიდზე დადიან.

ასეა თუ ისე, ანტონიო კონტეს გუნდი ბოლომდე იბრძოლებს რეალური თუ მიზერული შანსებისთვის.

"მანჩესტერ სიტის" მოტივაციად კი რეკორდების დამხობა რჩება. პეპ გვარდიოლას გუნდს საამისოდ ერთი მოგება და 3 გოლი სჭირდება. ეს გასულ უქმეებზე შეეძლოთ, მაგრამ არც ახლაა გვიან - "ბრაიტონმა" "მზის ქვეშ" ადგილი უკვე დაიბევა და, შესაძლოა, იოლ ლუკმადაც გამოდგეს.

ფაქტები

  • ბოლო 5-მატჩიან პერიოდში "ჩელსის" საუკეთესო შედეგი აქვს პრემიერლიგაში - 4 მოგება, 1 ფრე.
  • "ჰადერსფილდის" მონაწილეობით პრემიერლიგის ბოლო 8 მატჩში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • წინა სეზონში "ნიუკასლმა" "ტოტენჰემს" საკუთარ მოედანზე 5:1 მოუგო.
  • "ნიუკასლსა" და "ტოტენჰემს" შორის წინა ორ მატჩში "ნიუკასლს" თითო ფეხბურთელი გაუძევეს. სულ ამ გუნდებს შორის ბოლო 5 მატჩში მსაჯებმა 23 ბარათი გამოიყენეს (საშუალოდ 4.6 მატჩში).

პრემიერლიგა. გამოტოვებული ტური
ოთხშაბათი, 9 მაისი
ჩელსი - ჰადერსფილდი 22:45
ლესტერი - არსენალი 22:45
მანჩესტერ სიტი - ბრაიტონი 23:00
ტოტენჰემი - ნიუკასლი 23:00

ხუთშაბათი, 10 მაისი
ვესტ ჰემი - მანჩესტერ იუნაიტედი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული