იურგენ კლოპი: თითქმის იდეალური სეზონი ჩავატარეთ

AutoSharing Option
პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში "ბრაიტონის" დამარცხების (4:0) შემდეგ კომენტარი "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა გააკეთა:

"რაც ბიჭებმა ამ სეზონში გააკეთეს - დაუჯერებელია. მთელი წელი ადამ ლალანას გარეშე ვითამაშეთ და ვერ დამიჯერებია, რასაც მივაღწიეთ. ამაყი ვარ.

თითქმის არ გვქონდა "მანჩესტერ სიტისთვის" კონკურენციის გაწევის შესაძლებლობა და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვიბრძოლეთ. ეს დიდი საქმეა.

შესანიშნავია, რომ მოჰამედმა დღეს რეკორდი დაამხო. ძნელია სტაბილურად ასპარეზობა, როდესაც გეუბნებიან, რომ ფანტასტიკური ხარ.

ვულოცავ "ქალაქელებს" - 100 ქულის მოგროვება დიდებულია. მათ ეს დაიმსახურეს. "სიტისთან" საბრძოლველად მეტი სტაბილურობა და იღბალია
საჭირო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული