62 წლის სპეციალისტმა კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც პრემიერლიგაში გადასვლის შემთხვევაში ავტომატურად გაგრძელდება.
ბიელსას დიდი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს. ბოლოს ის სათავეში ფრანგულ "ლილს" ედგა. მას ასევე უმუშავია რომის "ლაციოში", "მარსელში", "ბილბაოსა" და ჩილეს ნაკრებში.
რაც შეეხება "ლიდსს", კლუბი გასულ სეზონში მე-13 ადგილზე გავიდა.