ჯეკ უილშირის ახალი კლუბი ცნობილია

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალის" ყოფილი ნახევარმცველი ჯეკ უილშირი კარიერას "ფენერბახჩეში" განაგრძობს.

26 წლის ფეხბურთელი უკვე სტამბოლში იმყოფება, სადაც კლუბთან ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებს.

ინგლისელი ნახევარმცველის სამედიცინო შემოწმების გავლა და წარდგენა ორშაბათს იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ უილშირი "არსენალიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით მას შემდეგ წავიდა, რაც გუნდში უნაი ემერი მივიდა. ესპანელმა სპეციალისტმა მას განუცხადა, რომ შეეძლო "მეთოფეთა" ბანაკი დაეტოვებინა.

ის ლონდონურ კლუბში 17 წლის განმავლობაში ირიცხებოდა, განათხოვრებით კი რამდენიმე გუნდში ითამაშა.

altემერისთან შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ... - ჯეკ უილშირი "არსენალს" დატოვებს



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული