მან სარაგოსას მახლობლად მეგობრებთან ერთად მდინარეში ითევზავა, უზარმაზარი კობრი და ლოქო დაიჭირა და გახარებულმა ეს სურათები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ფილი განსაკუთრებით ლოქოს წონამ გააკვირვა, რომელიც თბილ მდინარეში ბინადრობს და საკვებიც არ აკლია. ფეხბურთელის მტკიცებით, ერთ-ერთი მათგანი თურმე, 115 კილოგრამს იწონიდა.
ფოდენს "ქალაქელებთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ყოველკვირეულ ხელფასს კი მალე 20 ათას ფუნტამდე გაუზრდიან.