ოფიციალურად: მაურიციო სარიმ "ჩელსი" ჩაიბარა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" საიტმა იუწყა, რომ კლუბის მთავარი მწრთნელი მაურიციო სარი გახდა.

59 წლის იტალიელმა სპეციალისტმა "არისტოკრატებთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ბედნიერი ვარ, რომ "ჩელსის" მწვრთნელი გავხდი და პრემიერ ლიგაში მუშაობის საშუალება მომეცემა. ეს ჩემს კარიერაში ამაღელვებელი მომენტი და ახალი პერიოდის დასაწყისია.

ერთი სული მაქვს, ორშაბათს ფეხბურთელებს შევხვდე, შემდეგ კი მოსამზადებელ შეკრებაზე ავსტრალიაში გავემგზავროთ.

იმედი მაქვს, თამაშს გავაუმჯობესებთ და ჩვენს ფანებს ბედნიერს გავხდით. "ჩელსი" იმსახურებს, რომ ყველა ტურნირზე ტიტულებისთვის ვიბრძოდეთ", - აღნიშნა სარიმ.

სარიმ სამწვრთნელო კარიერა 2005 წელს "პესკარაში" დაიწყო. ბოლოს ის
სათავეში "ნაპოლის" ედგა. საინტერესოა, რომ მას იტალიის გარეთ არ უმუშავია.

altმაურიციო სარი დღეს ლონდონში "ჩელსის" ხელმძღვანელობას შეხვდება

altოფიციალურად: "ჩელსიმ" კონტე გაუშვა და სარის დღეს, ანდაც ხვალ წარადგენს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული