მაურისიო პოჩეტინო: არ ვიცი, საერთოდ შევძლებთ თუ არა ვინმეს დამატებას

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯარა მალე დაიხურება, ხოლო ლონდონის "ტოტენჰემს" ჯერ ერთი ტრანსფერიც არ გაუკეთებია.

"დეზების" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ შესაძლოა, კლუბმა არც არავინ დაიმატოს.

"გასულ სეზონში შემეძლო მეთქვა იმ ფეხბურთელების რაოდენობა, რომლებსაც დავიმატებდით, მაგრამ ახლა არ ვიცი, საერთოდ დავიმატებთ თუ არა ვინემს. ამჟამად ამაზე ვმუშაობთ. შესაძლოა, ერთი კონტრაქტიც ვერ გავაფორმოთ, მაგრამ შესაძლოა, ოთხი ფეხბურთელი მოვიდეს ჩვენთან.

ამ მომენტისთვის კონკრეტული პასუხი არ მაქვს. რა თქმა უნდა, სატრანსფერო ფანჯარა მალე დაიხურება, მაგრამ კლუბი ყველაფერს აკეთებს, რომ გუნდი გააძლიეროს. გვინდა ისეთი ფეხბურთელები შევიძინოთ,
რომლებიც დასახული მიზნების მიღწევაში დაგვეხმარებიან", - ციტირებს პოჩეტინოს The Sun-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული