![](https://sportall.ge/pictures/image5/178d339cccd216129e9b38c820f7b674.jpg)
ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Tuttosport-ი ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, ფრანგ ფეხბურთელს არ სურს ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით თამაშის გაგრძელება და მზადაა, მანჩესტერული კლუბი დატოვოს.
პოგბას ტრანსფერში "ბარსელონაა" დაინტერესებული.
გამოცემის ცნობით, "ბარსელონას" სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი აშშ-ში გაემგზავრა და პოლ პოგბასთან საიდუმლოდ მოლაპარაკებები გამართა. კერძოდ კი, შეხვედრა ლოს-ანჯელესში, ბევერლი ჰილსის ერთ-ერთ აგრაკზე შედგა, რომ ამის შესახებ "წითელ ეშმაკებს" არ გაეგოთ.
ასევე გეტყვით, რომ ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პოგბას ტურინის "იუვენტუსში" სურდა დაბრუნება.