სატრანსფერო საგა სრულდება - კურტუა ხვალ "რეალში" გადავა, "ჩელსი" კი დღეს კოვაჩიჩს წარადგენს [VIDEO]

AutoSharing Option
პოპულარული ბელგიური გამოცემა Het Laatste Nieuws-ის ჟურნალისტი პეტ კრისტოფი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლონდონის "ჩელსიმ" და მადრიდის "რეალმა" ტიბო კურტუას ტრანსფერთან დაკავშირებით, საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს.

26 წლის კარის დარაჯი ესპანეთში ხვალ ჩაფრინდება და "სამეფო კლუბთან" ხელს 6-წლიან კონტრაქტს მოაწერს.

"ბლანკოსი" "არისტოკრატებს" 35 მილიონ ფუნტს გადაუხდის, რითაც ეს სატრანსფერო საგა საბოლოოდ დასრულდება.

პარალელურად, ესპანური "ასი" ავრცელებს ვიდეოს, სადაც ბელგიელი კარის დარაჯი ქუჩაში სეირნობს, რა დროსაც მას "რეალის" გულშემატკივარი უახლოვდება და "HALA MADRID"-ს ("წინ, მადრიდ") სკანდირებს.


კურტუას
წასვლის მიუხედავად, "ჩელსის" ფანები გულდაწყვეტილნი ნამდვილად არ დარჩებიან.

ლონდონში ბელგიელის შემცვლელ კეპა არიზაბალაგას ხვალ ელოდებიან, რომელიც "ბილბაოდან" ინგლისის დედაქალაქში გადაინაცვლებს და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე გახდება.

alt"ჩელსი" ახალ რეკორდს ამყარებს - მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე ლონდონელებს ეყოლებათ
Sky Sports News-ის ცნობით, "ჩელსიში" დღეს გაივლის სამედიცინო შემოწმებას ხორვატი ნახევარმცველი მატეო კოვაჩიჩი, რომელიც "სტემფორდ ბრიჯს" იჯარით მიაშურებს.


altლოპეტეგიმ დაადასტურა: მატეო კოვაჩიჩი მადრიდის "რეალიდან" მიდის

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული