ჟოზე მოურინიო: 3 კი არა 6 ცვლილება მჭირდებოდა

AutoSharing Option
პრემიერლიგის პირველ ტურში "ლესტერის" დამარცხების შემდეგ კომენტარი "მანჩესტერის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გააკეთა.

"კარგი დასაწყისია. კარგი მატჩი იყო. 3 კი არა 6 ცვლილება მჭირდებოდა. პოგბას 90 წუთი თამაში არ შეუძლია, არც ფრედს. მთავარია გაიმარჯვო და კარგად ითამაშო. გარკვეულ მომენტებში კარგად ვითამაშეთ გუნდთან, რომელმაც ტრანსფერებზე ჩვენზე მეტი დახარჯა.

ეს სეზონი მარტო ჩვენთვის კი არა ყველასთვის რთული იქნება. გეგმები რამდენიმე თვის წინ დავაწყვე, მაგრამ ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, როგორსაც ვერ წარმოვიდგენდი. ამაზე მეტს აღარ ვილაპარაკებ. მორჩა, სატრანსფერო ბაზარი დაიხურა.

ასეთია საფეხბურთო მენეჯმენტი. ვფიქრობ, ახლა
მენეჯერებს მთავარი მწვრთნელები უნდა ვუწოდოთ. ნოემბრის ბოლოს მივხვდებით, შეგვიძლია თუ არა ჩემპიონობისათვის ვიბრძოლოთ".

altაირია მონასტერი - მოურინიოს ვუდვორდი არ შეხვდა, პოგბა კი "ბარსელონაში" გაურბის

altჟოზე მოურინიომ შეიძლება პორტუგალიის ნაკრები ჩაიბაროს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული