იურგენ კლოპი: მხოლოდ ინგლისში თუ შეიძლება ჩემპიონობა სატრანსფერო ბაზარზე მოიგო

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი თავის გუნდს ინგლისის ჩემპიონატის ფავორიტად არ თვლის.

"არ მაინტერესებს, რას ამბობენ სხვები. მნიშვნელოვანია, რომ ვიცით, ვინ გვინდა, რომ ვიყოთ.

გვინდა, ტიტულის მოგების პრეტენდენტები ვიყოთ? სხვა ვინ უნდა ვიყოთ. ბოლო წლების განმავლობაში არაფერი მოგვიგია, ეს სიმართლეა. არ ვფიქრობ, რომ სხვა გუნდები ჩვენზე სუსტები არიან. ამიტომ, რატომ უნდა ვიყოთ ფავორიტები, რადგან რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატეთ?

მხოლოდ ინგლისში თუ შეიძლება ჩემპიონობა სატრანსფერო ბაზარზე მოიგო. ეს შეუძლებელია და უინტერესოა. ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ხოლო სხვა გუნდები საკუთარ საქმეს აკეთებდნენ გასულ წელს
და ორი წლის წინ. მივხვდით, რომ საჭირო დრო დადგა და სულ ესაა!", - ციტირებს კლოპს Sky Sports-ი.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში "ლივერპულში" ნაბი კეიტა, ფაბინიო, ალისონი და ჯერდან შაჩირი მივიდნენ.

პირველი ტურის მატჩში "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" 4:0 გაანადგურა.

altპრემიერლიგა. I ტური: ყველაზე საჩემპიონო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული