"ტოტენჰემის" სტადიონის გახსნა უსაფრთხოების სისტემის პრობლემის გამო გადაიდო

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" საიტი იუწყება, რომ გუნდი უახლოეს მატჩებს ახალ, 59 559-ადგილიან სტადიონზე ვერ ჩაატარებს.

ეს იმითაა გამოწვეული, რომ ვერ მოახერხეს დროულად მოეწესრიგებინათ უსაფრთხოების სისტემა.

ამიტომ "დეზები" 15 სექტემბერს "ლივერპულს" და 6 ოქტომბერს "კარდიფს" "უემბლიზე" უმასპინძლებენ.

ჯერ უცნობია როდის გაიხსნება "ტოტენჰემის" სტადიონი, რომლის მშენებლობა 850 მილიონი ფუნტი დაჯდა.

altლონდონის "ტოტენჰემის" სტადიონის მშენებლობა ყოვნდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული