მატჩს "ეტიჰადზე" 54 021 მაყურებელი დაესწრო. გოლები მასპინძელთაგან გაიტანეს: სერხიო აგუერომ (3), გაბრიელ ჟეზუსმა და დავიდ სილვამ. ავტოგოლი ტერენცე კონგოლომ გაიტანა. სტუმართა ერთადერთი გოლის ავტორი ჯონ სტანკოვიჩია.
აგუერომ პრემიერლიგაზე მეცხრე ჰეთ-თრიკი შეასრულა. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ალან შირერს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 11 ჰეთ-თრიკია.
სერხიო პრემიერლიგაზე 146 გოლი გაიტანა და ის ლეგიონერთა შორის მეორე ბომბარდირია. საუკეთესო მაჩვენებელი "არსენალის" ყოფილ თავდამსხმელს ტიერი ანრის აქვს - 175 გოლი.
სერხიო აგუერო: მანჩესტერში პირველი წელი ვიტანჯებოდი
"მანჩესტერ სიტიმ" "ჩელსის" სუპერთასზე სერხიო აგუეროს დუბლით სძლია [VIDEO]