იურგენ კლოპი: უკეთ თამაში შეგვიძლია

AutoSharing Option
პრემიერლიგის მეორე ტურში "კრისტალ პალასის დამარცხების (2:0) შემდეგ კომენტარი "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააკეთა.

"უკეთ თამაში შეგვიძლია. პირველი ტაიმი ძალიან დაძაბული იყო. ძნელი იყო სწორი გადაწყვეტილებების მიღება. მეტოქეს მომენტები ჰქონდა. ყველაფრით კმაყოფილი დავრჩი.

შეხვედრის დასასრულს ნერვებმა მიმტყუნა. ბოლოს ფეხბურთელები დაიღალნენ და შეიძლება ავი მწვრთნელის დახმარებას საჭიროებდნენ. ვუთხარი, გაიქეცით, თორემ მოგკლავთ-მეთქი. დამიჯერეს და ფანტასტიკური კონტრშეტევა გამოუვიდათ.

ჩემპიონობისთვის რბოლა? არ ვარ იმით დაინტერესებული, რომ "მანჩესტერ სიტის" ან კიდევ ვინმეს მესიჯი გავუგზავნო. მატჩების მოგება მინდა და სწორედ ეს გავაკეთეთ დღეს".

-31/02/1-kristal-liverpool.jpg" border="0" alt="alt" style="height: 50px; width: 50px;" title="იურგენ კლოპი: უკეთ თამაში შეგვიძლია" />"ლივერპულმა" ისევ გაიმარჯვა - ვინ შეაჩერებს იურგენ კლოპის გუნდს?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული