ერთ-ერთი ასეთი "კარდიფის" ფილიპინელი მეკარე ნილ ეთერიჯია.
მან თავისი კარიერის შესახებ მოჰყვა, თუ როგორ გაყიდა თავისი სახლი და მანქანა, რათა საფეხბურთო კარიერა არ დაესრულებინა.
"პრემიერლიგაში ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი თამაშობს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფილიპინებს წარმოვადგენ. ვფიქრობ, ეს ჩემს ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს, თუმცა ფილიპინებზე მთავარი სპორტი კალათბურთია", - ამბობს ეთერიჯი.
28 წლის კარის დარაჯი გახდა პირველი ფილიპინელი, რომელმაც პრემიერლიგაში ითამაშა. ის ალან მაკრეგორის შემდეგ პირველი მეკარეა, რომელმაც პრემიერლიგის
ფილიპინელმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ბურთი "ნიუკასლთან" მატჩშიც მოიგერია, როდესაც მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კენედის აუღო.
საინტერესოა, როგორ ვითარდებოდა ეთერიჯის კარიერა. 2014 წელს მას "ფულჰემთან" კონტრაქტი დაუსრულდა, რომელიც მისი ბავშვობის კლუბი იყო და ლონდონელებმა რამდენიმე გუნდში გაანათხოვრეს.
"5 თვე უგუნდოდ გავატარე და ვფიქრობდი, რომ საფეხბურთო კარიერა უნდა დამესრულებინა. ფულს ვიხდიდი იმისთვის, რომ "ჩარლტონში" მევარჯიშა. ძალიან ბევრს ვშრომობდი, ფულის გადასახდელად საკუთარი სახლი და მანქანაც კი გავყიდე. ძალიან ახლოს ვიყავი სამშობლოში დაბრუნებასთან, მაგრამ მოულოდნელად, "ოლდჰემმა" კონტრაქტი შემომთავაზა და შეთავაზებას დავთანხმდი. იძულებული გავხდი, მანჩესტერში მეგობრის სახლში მეცხოვრა, რადგან ჩემი უკვე აღარ მქონდა".
"ოლდჰემში" მან მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა და შემდეგ ზამთარში "ჩარლტონში" გადავიდა.
"ამ დიდმა მოგზაურობამ მე დიდი გამოცდილება შემძინა. ეს უკვე წარსულია, მაგრამ არასდროს დამავიწყდება".
"ჩარლტონის" შემდეგ ეთერიჯი "უოლსოლში" გადავიდა, ამის მერე კი "კარდიფს" მიაშურა. მან ჩემპიონშიპის 45 შეხვედრაში ითამაშა, 37 გოლი გაუშვა და 19-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
"ეს ჩემთვის ფანტასტიკური წელი იყო. ჩვენ პრემიერლიგაში დავბრუნდით და ფილიპინებმა თავის ისტორიაში პირველად აზიის თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
პირველი ფილიპინელი ფეხბურთელი ვარ, რომელმაც პრემიერლიგაში ითამაშა, აქამდე მოსასვლელად კი საკმაოდ დიდი გზა გავიარე, რითაც საკმაოდ ამაყი ვარ", - ამბობს ეთერიჯი.