იენ რაიტი: "მანჩესტერ იუნაიტედში" არავინაა ბედნიერი, თავად მოურინიოც

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ლეგენდამ, იეჰ რაიტმა მიმდინარე სეზონის სტარტზე "მანჩესტერ იუნაიტედის" გამოსვლა შეაფასა.

"ყველამ ვიცით, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდებს მესამე სეზონის სინდრომი აქვთ, მაგრამ ახლა, როცა მის სიტყვებს ვისმენ, მგონია, რომ ის ამას შეეგუა. მოურინიოს დიადი მიღწევები ბრწყინვალებას დაკარგავს იმის გამო, რასაც ახლა აკეთებ. ეს არსენ ვენგერის ბოლო დღეების "არსენალს" მაგონებს.

ადამიანები "არსენალს" ადევნებდნენ თვალს, რადგან ეს კატასტროფა იყო. "იუნაიტედი" ამ მდგომარეობასთან ახლოსაა. ვერ ვიტყვით, რომ გუნდი ჟოზეს დროს არ პროგრესირებდა: მათ ევროპა ლიგა და ლიგის თასი მოიგეს, შემდეგ კი მეორე
ადგილზე გავიდნენ პრემიერლიგაში, მაგრამ ეს შედეგები იმ საფირმო ფეხბურთის საწინააღმდეგოდ იქნა მიღწეული, რომლითაც გამორჩეული იყო "იუნაიტედი".

მოცემულ სიტუაციაში ბედნიერი არავინაა: კლუბის ხელმძღვანელობა, ფანები და თავად ჟოზეც. შეიძლება ითქვას, ფეხბურთელებიც არ გრძნობენ თავს ბედნიერად. ნათელია, რომ ეს ცუდი სიტუაციაა. "მანჩესტერ იუნაიტედში" რაღაცა არასწორად ხდება", - ციტირებს რაიტს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ პირველ ორ ტურში "წითელმა ეშმაკებმა" 3 ქულა დააგროვეს. მათ "ლესტერს" (2:1) მოუგეს და "ბრაიტონთან" (2:3) წააგეს.

altპოლ ინსი: "მანჩესტერი" ყველას დასაცინი ხდება, კლუბში ქაოსია

altლი შარპი: ჟოზე მოურინიო "მანჩესტერს" შობამდე დატოვებს

მკითხველის კომენტარები / 3 /
მოურინიო ახლა ისეა როგორც 2008 წლის აგვისტოში მიხაილო "გორული ფორთხვისას"
კოლია ახობაძე
15:02 23-08-2018
2
Rac male wava manchesteridan, mit uketesi. Sacodaobaa dgevandeli gundis yureba
Baggio
15:43 23-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული