ინგლისის პოლიციამ უგო ლორისი ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო დააკავა

AutoSharing Option
ინგლისური პრესა იუწყება, რომ საფრანგეთის ნაკრებისა და ლონდონის "ტოტენჰემის" მეკარე უგო ლორისი ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო დააკავეს.

როგორც ცნობილი ხდება, ინგლისის პოლიციამ "დეზების" კარის დარაჯის ავტომობილი ლონდონში, ადგილობრივი დროით 02:30 საათზე გააჩერა.

გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ლორისი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ის შვიდი საათის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა, გირაოს გადახდის შემდეგ კი გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, ლორისის "ტოტენჰემს" პრემიერლიგის 2 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და 27 აგვისტოს, გასვლით მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედს" ეთამაშება.

altუგო ლორისი სიკვდილს გადაურჩა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული