ჟოზე მოურინიო: კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი არა მაქვს

AutoSharing Option
"მანჩესტერის" მენეჯერმა ჟოზე მოურნიომ "ტოტენჰემთან" ხვალინდელ მატჩზე ისაუბრა.

"ჩვენი თამაშით არავინ არაა კმაყოფილი. საკმაოდ გამოცდილი ვარ და ვიცი, ფეხბურთში უკან მოხედვა არ შეიძლება. მხოლოდ წინ უნდა იყურო. ასეთია ცხოვრება. აქ მუშაობით კმაყოფილი ვარ და შემდეგი მატჩის მოლოდინში ვარ.

"ლესტერთან" კარგად ვიასპარეზეთ და გავიმარჯვეთ. "ბრაიტონთან" პირიქით მოხდა და დავმარცხდით. თუ არ გინდა წააგო, შეცდომები არ უნდა დაუშვა.

გაკვირვებული ვარ თუ არა კრიტიკის გამო? ვერ გეტყვით, არაფერი არ წამიკითხავს. რაც შეეხება იმას, თითქოს კლუბის აღმასრულებელ დირექტორთან ედ ვუდვორდთან კონფლიქტი მაქვს, ეს ტყუილია".

alt

"მანჩესტერი" "ბრაიტონთან" დამარცხდა, ჟოზე მოურინიოს პრობლემები დაეწყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული