"მანჩესტერი" "ბრაიტონთან" დამარცხდა, ჟოზე მოურინიოს პრობლემები დაეწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მეორე ტურში "მანჩესტერი" გასვლაზე "ბრაიტონთან" 2:3 დამარცხდა და თან ძალიან უხეიროდ ითამაშა.

ჯერ კიდევ სეზონის დაწყებისას დაიწყო "მანიუს" მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ წუწუნი, რომ ფეხბურთელები არ შეუძინეს და ამ შემადგენლობით გრანდებთან ბრძოლა გაუჭირდებოდა. გრანდებთან კი არა დღეს მისი გუნდი "ბრაიტონთან" დამარცხდა.

აქ მარტო წაგებაში კი არა არამედ თამაშის ხარისხში, უფრო სწორად უხარისხობაშია საქმე.

პორტუგალიელის განკარგულებაში არ იყო თავდამსხმელი ალექსის სანჩესი და მის ნაცვლად ანტონი მარტიალი დააყენა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 3:1 მოიგეს, მეორე ტაიმში კი მოუმ შეცვლაზე ჯერ ჯესი ლინგარდი და
მარკუს რეშფორდი, ხოლო შემდეგ მარუან ფელაინი შეუშვა, რომელმაც კომპენსირებულ დროში თერთმეტმეტრიანი მოინადირა და პოგბამ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.

27 აგვისტოს "მანჩესტერი" "ტოტენჰემს" მასპინძლობს.

altგაღიზიანებული მოურინიო - "მანჩესტერ სიტიზე": შეიძლება იყიდო ვარსკვლავები, მაგრამ ვერ იყიდი კლასს

მკითხველის კომენტარები / 2 /
მთავარი ისაა, რომ მანჩესტერის შეტევაში არანაირი აზრი არ იკითხებოდა. როგორც ჩანს მოურინიოში ყველა რესურსი ამოიწურა; ბოლო 5 წელში რა გააკეთა? რეალში და მანიუში, არსებული ფეხბურთელებით რაც მან გააკეთა, ამას მსოფლიოს მინიმუმ 200 მწვრთნელი იზამდა; მათ შორის "ჩელსი" საერთოდ ფიასკო იყო
მერაბ გ.
10:15 20-08-2018
0
ნეტა რათ უნდოდათ მაურინიო მანჩესტერს მაურინიო მარტო სახელია დარჩენილი . მანჩესტერისნაირ შემადგენლობის ჰუნდს რომ დაცვით თამაშს ათამაშებ და მეორე ნომრად როგორ შეიძლება . მანჩესტერს მოუხდებოდა სულით მანჩესტერელი მაგალითად გიგსი
ტოტტი
01:01 20-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული