"მანჩესტერ იუნაიტედი" ისევ დამარცხდა - ამჯერად სახლში "ტოტენჰემთან" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მესამე ტურის დასკვნით მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარ მოედანზე 0:3 დამარცხდა "ტოტენჰემთან".

"დეზებს" "ოლდ ტრაფორდზე" უკანასკნელი 5 მატჩი წაგებული ჰქონდათ, დღეს მაგრად იბრძოლეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

პირველ ტაიმში სამი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა ლუკაკუმ, მერე ლუკას მოურა წააქციეს, მაგრამ მსაჯმა ჩათვალა, რომ ეს თერთმეტმეტრიანი არ იყო.

შესვენების შემდეგ კეინი გააქტიურდა, მისი დარტყმული ბურთი ჯერ დე ხეამ მოიგერია, ცოტა ხანში კი მან ანგარიში გახსნა, როდესაც ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს მასპინძელთა კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. "ტოტენჰემმა" უმალ მეორედ დაამწუხრა "მანიუ" - ერიკსენის
პასით ლუკას მოურამ დალაშქრა მათი კარი.

"ტოტენჰემს" მიუხედავად ორბურთიანი უპირატესობისა არ შეუჩერებია შეტევები, ალიმ და კეინმა ვერ გამოიყენეს მომენტები, სამაგიეროდ გამოიყენა ლუკას მოურამ, რომელმაც დუბლი შეასრულა.

ჟოზე მოურინიოს გუნდმა 133 წამში ორი გოლი გაუშვა, კეინმა მორიგი გოლი გაიტანა, ლუკას მოურამ დუბლი მიითვალა და "ტოტენჰემა" დამსახურებულად გაიმარჯვა. ახლა საკითხავია - რა ელის მოურინიოს, რომელმაც კარიერაში საშინაო შეხვედრაში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი განიცადა?

მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი". 74 440 მაყურებელი
მანჩესტერი - ტოტენჰემი 0:3
გოლები: 0:1 კეინი (50), 0:2 ლუკას მოურა (52), 0:3 ლუკას მოურა (85)

მანჩესტერი: დე ხეა, ვალენსია, ჯონსი (ლინდელეფი 58), სმოლინგი, შოუ, მატიჩი (ფელაინი 61), ერერა (სანჩესი 55), ფრედი, პოგბა, ლინგარდი, ლუკაკუ

ტოტენჰემი: ლორისი, ტრიპიერი (ორე 76), ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი (დევისი 81), დაიერი, დემბელე, ერიკსენი, ლუკას მოურა, ალი, კეინი (უინკსი 89)

alt"ტოტენჰემთან" განადგურების შემდეგ მოურინიო და გულშემატკივრები ერთმანეთს აპლოდისმენტებით დაემშვიდობნენ...

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა გაურკვევლად წერთ. ეს ხომ ინგლისია და რთული გასარკევია სახელწოდებები გუნდებისა, რომელთაგან ზოგს ქალაქის სახელით მოიხსენიებთ და ზოგს გუნდის სახელით.
zurab
08:23 28-08-2018
1

სიახლეები პოპულარული