პატივი მეცით! - ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს შეუტია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირების შემდეგ "წითელი ეშმაკების" დამრიგებელი ჟოზე მოურინიო პრესკონფერენციაზე ძალიან ცუდ ხასიათზე იყო.

პორტუგალიელს მატჩის შეფასება სთხოვეს და ჰკითხეს, რას იტყოდა 0:3 მარცხის მიზეზებზე.

"იცით, რა ანგარიშით დასრულდა შეხვედრა?! რას ნიშნავს ეს? 0:3 წავაგეთ, მაგრამ პრემიერლიგა 3-ჯერ მაქვს მოგებული, ეს კი იმაზე მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ინგლისში დანარჩენი 19 მწვრთნელისა ერთად", - აღნიშნა მოურინიომ.

მან ჟურნალისტებისგან პატივისცემა მოითხოვა და პროტესტის ნიშნად პრესკონფერენცია დატოვა.

შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემმა" "მანჩესტერი" "ოლდ ტრაფორდზე" 3:0 დაამარცხა.

alt"ტოტენჰემთან" განადგურების შემდეგ მოურინიო და გულშემატკივრები ერთმანეთს

აპლოდისმენტებით დაემშვიდობნენ...
მკითხველის კომენტარები / 3 /
მწვრთნელობა პენსია კი არაა მხოლოდ ძველი დამსახურებისათვის გიხადონ მილიონები
რეზი
17:37 29-08-2018
0
აბა "საუთჰემპტონი", ასტონ ვილა" ან მათი მსგავსი გუნდი გაწვრთენი და მერე დათვალე. ინგლისის ბიუჯეტის ტოლი ფული აქვს დახარჯული აბრამოვიჩს შენი მოთხოვნილი ფეხბურთელების ყიდვაში და დიდი ამბავი. სხვა რა ქენი? ინგლისში ჩ/ლიგა მოიგე? მეორე მისვლაზე "ჩელსიში" რა შედეგი გქონდა? კინაღამ გავარდა გუნდი.
Asiko
11:32 29-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული