იაია ტურემ ლონდონურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა, მაგრამ რომელში?

AutoSharing Option
იაია ტურეს აგენტმა დიმიტრი სელიუკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კოტდივუარელმა ერთ-ერთ ლონდონურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა.

სელიუკს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ გუნდზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ ეს "ვესტ ჰემი" და "კრისტალ პალასი" არ არის.

როგორც იცით, აფრიკელი "მანჩესტერ სიტის" ზაფხულში დაემშვიდობა და თავისუფალი აგენტი გახდა.

ის "ეტიჰადზე" 8 წლის განმავლობაში თამაშობდა. მას სამჯერ პრემიერლიგა, სამჯერ ინგლისის თასი და ერთხელ FA Cup-ი მოუგია.

მან "სიტის" მაისური 315 შეხვედრაში მოირგო და 79 გოლი გაიტანა.

alt"იაია ტურე მზადაა, ინგლისის ტოპ 6-ის ნებისმიერ კლუბში

კვირაში ერთი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდეს"

altიაია ტურე: გვარდიოლას მლიქვნელები უყვარს, მე მის მითს დავანგრევ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული