პოლ პოგბა: არავინ იცის, რა მოხდება მომდევნო თვეებში

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა თვლის, რომ საუბრები მისი მომავლის შესახებ არასდროს შეწყდება.

25 წლის ფეხბურთელს გასულ ზაფხულს "ბარსელონას" და ყოფილ კლუბ "იუვენტუსს" უკავშირებდნენ.

ოთხშაბათს პოგბამ ამ სპეკულაციებს კიდევ ერთხელ აუნთო მწვანე, როცა თქვა, რომ არავინ იცის, რა მოხდება მომდევნო თვეებში.

საფრანგეთისა და გერმანიის მატჩის შემდეგ პოგბას კიდევ ერთხელ ჰკითხეს "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებით.

"მსოფლიო ჩემპიონატიდან კლუბში გვიან დავბრუნდი. ვცდილობ, საუკეთესოდ ვითამაშო. მე და ჟოზე მოურინიოს ზუსტად ისეთი ურთიერთობა გვაქვს, როგორიც მწვრთნელს და ფეხბურთელს უნდა ჰქონდეთ. მე ყოველთვის 100 პროცენტით ვიხ
არჯები, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მწვრთნელი. მეტს ვერაფერს ვიტყვი".

პოლ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედში" 2016 წელს დაბრუნდა 89 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ, რაც მაშინ მსოფლიო რეკორდი იყო.

altპოლ პოგბას უნდა "მანჩესტერი" ზინედინ ზიდანმა გაწვრთნას

altპოგბამ აგენტს მოსთხოვა - "მანჩესტერიდან" ზამთარში აუცილებლად უნდა წამიყვანო!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული