მაურისიო სარი: "ნაპოლიდან" ჩემი წასვლის შესახებ ტელევიზორიდან გავიგე

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ახალი მწვრთნელი მაურისიო სარი "ნაპოლიდან" მოულოდნელად გაუშვეს, მისი თქმით ამის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც ტელევიზორში ნეაპოლური კლუბის ახალი დამრიგებლის კარლო ანჩელოტის პრეზენტაცია იხილა.

"ნაპოლის" სპორტული დირექტორის თანაშემწეებთან ერთად ვსადილობდი და ჩვენი მომავალი თანამშრომლობის შესახებ ვსაუბრობდით, როცა ტელევიზორში ანჩელოტის დანიშვნის შესახებ გავიგე. არ ვიცი, რატომ აღარ ვარ ამ კლუბში, მათ ჰკითხეთ. იმედი მაქვს, კარლო მიაღწევს იმას, რაც მე ვერ შევძელი. ეს ქალაქი და გულშემატკივარი იმსახურებს სკუდეტოს. ახლა "ჩელსიში" ვარ და აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. ყველაფერი შესანიშნავადაა, ამ კლუბის
მწვრთნელობა სიზმარს ჰგავს" - განაცხადა მაურიციო სარიმ.

მიმდინარე სეზონში "არისტოკრატებმა" იტალიელი სპეციალისტის თაოსნობით პრემიერლიგაში ჩატარებული ოთხი მატჩიდან ოთხივეში გაიმარჯვეს.

altმაურიციო სარიმ "ჩელსიში" ყაზარმული მდგომარეობა გააუქმა

altმაურიციო სარის ინგლისში სიგარეტის მოწევის უფლებას არ აძლევენ და ამიტომ თამბაქოს ფილტრს ღეჭავს

altმაურიციო სარი: "ჩელსისგან" "ნაპოლის" გაკეთებას არ ვაპირებ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული