მან ლონდონურ კლუბში სინჯები გაიარა, თუმცა შეთანხმება არ შედგა.
მბაპე კლუბში "ჩელსის" ყოფილმა სკაუტმა დანიელ ბოგამ მიიყვანა.
როგორც ბოგა იხსენებს, მაშინ მბაპეს თამაში "არისტოკრატთა" ხელმძღვანელებს ძალიან მოეწონათ და კილიანს სინჯებზე მეორედ დაბრუნება სთხოვეს, რაზეც ფეხბურთელის დედამ, რომელიც ამავდროულად, მისი აგენტიცაა, უარი განაცხადა.
"თუ ის მოგწონთ, სჯობს ახლავე გაუფორმოთ კონტრაქტი, ან ხუთი წლის შემდეგ 50 მილიონის გადახდა მოგიწევთ" - განაცხადა მბაპეს დედამ.
ყოფილი სკაუტის თქმით, მბაპე ძალიან ტექნიკური იყო. როცა
"ის შრომისმოყვარე არ იყო, დაცვით ასპექტში ძალიან მოისუსტებდა" - იხსენებს ბოგა.
საბოლოოდ მბაპე "მონაკოში" აღმოჩნდა, საიდანაც პსჟ-მა 180 მილიონ ევროდ შეიძინა.
ფრანგი ფორვარდი 19 წლის ასაკში საფრანგეთის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული და მსოფლიო ჩემპიონია.
კილიან მბაპეს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს
ტომას ტუხელი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა კილიან მბაპეს თავში არ აუვარდეს