"ჩელსიმ" "კარდიფი" დაამარცხა, აზარმა ჰეთ-თრიკი შეასრულა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-5 ტურში "ჩელსიმ" საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა "კარდიფი". მაურიციო სარის გუნდმა ინგლისის ჩემპიონატის სტარტზე ხუთივე მატჩი მოიგო.

ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი ედენ აზარმა შეასრულა (1 გოლი პენალტით გაიტანა), ერთი გოლი კი ვილიანის ანგარიშზეა. უელსური გუნდიდან ერთადერთი გოლი სოლ ბამბამ გაიტანა, რომელმაც მე-16 წუთზე გახსნა ანგარიში.

პრემიერლიგას 15-15 ქულით "ჩელსი" და "ლივერპული" ლიდერობენ. უკანასკნელად ამ ტურნირზე 5 ტურის შემდეგ ქულების მაქსიმალური რაოდენობით ორი გუნდი 110 წლის წინ ლიდერობდა.

აი, ასეთი წარმატებული დებიუტი გამოუვიდა "არისტოკრატებში" იტალიელ მწვრთნელს მაურიციო სარის.

"ჩელსიმ" ასეთი შემადგენლობით
ითამაშა: არისაბალაგა, დავიდ ლუისი, ალონსო, ასპილიკუეტა, რიუდიგერი, კოვაჩიჩი (ბარკლი 50), ჟორჟინიო, პედრო (ვილიანი 68), კანტე, აზარი (ძაპაკოსტა 84), ჟირუ

altედენ აზარმა გადაწყვიტა - "ჩელსიში" ბედნიერი ვარ და არსადაც არ მივდივარ!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული