გუშინწინ ჩვენ ვნახეთ "ლივერპული"-"ჩელსი" ლიგის თასზე, რომელიც "არისტოკრატების" გამარჯვებით (2:1) დასრულდა. მაურიციო სარის გუნდმა ურთულესი თამაში "შემოატრიალა", ხოლო ედენ აზარმა საოცარი გოლი შეაგდო...
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ "ჩელსი" გამოკვეთილი ფავორიტია. შანსები თანაბარია, რადგან ორივე გუნდი ჩინებულ ფორმაშია და როგორც ზემოთ ვთქვით, არ აქვს მნიშვნელობა, თამაში "სტემფორდ ბრიჯზეა" თუ "ენფილდზე".
ცხრილს ჩავხედოთ ბოლოს და ბოლოს - პრემიერლიგის
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სამწვრთნელო დუელი სარისა და კლოპს შორის. ერთმანეთის წინააღმდეგ წარდგება ორი გამორჩეული მწვრთნელი, შემტევი ფეხბურთის ორი აპოლოგეტი და ეს კიდევ უფრო მატებს ინტერესს ამ დაპირისპირებას.
თამაშის წინ იტალიელი თავმდაბლობს და ამბობს, რომ შენების გზაზე მდგარ "ჩელსის" "ლივერპულამდე" ბევრი უკლია, მაგრამ რა და როგორ იქნება რეალურად, ამას შაბათ საღამოს ვნახავთ.
"მანჩესტერმა" გასვლაზე უსათუოდ უნდა დაამარცხოს "ვესტ ჰემი". რა თქმა უნდა, ეს იოლი არ იქნება, რადგან მანუელ პელეგრინიმ უკვე დაატყო ხელი "ჩაქუჩებს" (წინა ტურში "ჩელსის" დააკარგვინეს პირველი ქულები), მაგრამ, მეორე მხრივ, ჟოზე მოურინიოს გუნდს უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს. "დერბისთან" ნაწვნევი სათასო სირცხვილის შემდეგ პორტუგალიელი მწვრთნელი ერთხელაც მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში, გრძელდება დაპირისპირებას პოლ პოგბასთან, რაც უკვე ვიდეოკადრებითაც დასტურდება. დაგვეთანხმებით, მწვრთნელსა და წამყვან ფეხბურთელს შორის ამგვარი დამოკიდებულება ვერც ერთი გუნდისთვის ვერ იქნება სარგებლობის მომტანი.
საინტერესო უნდა გამოვიდეს "არსენალისა" და "უოტფორდის" მატჩი. რამდენჯერაც ეს გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს, ქომაგმა იმდენჯერ გახსნილი თამაში იხილა. ახლაც ასე უნდა იყოს, რადგან "არსენალმა", უბრალოდ, არ იცის, როგორ უნდა ითამაშოს "ჩაკეტილი" ფეხბურთი.
წესით, იოლი გასეირნება უნდა ჰქონდეს "მანჩესტერ სიტის". როცა ინგლისური ფეხბურთის გრანდებზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - ყველა მათგანს, "ჩელსისა"და "არსენალის"გარდა, ჩემპიონთა ლიგის მომავალი ბატალიებიც უტრიალებს თავში.
ფაქტები
- "ვესტ ჰემსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის ბოლო 3 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია გოლი.
- "არსენალმა" და "უოტფორდმა" ერთმანეთში 12 მატჩი ჩაატარეს და აქედან 11-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
- "ევერტონმა" ბოლო 2 მატჩი მოუგო "ფულჰემს".
- "ტოტენჰემი" ორჯერ შეხვდა "ჰადერსფილდს" და ორივე შეხვედრა მოუგო.
- "მანჩესტერ სიტიმ" ორივე პრემიერლიგური თამაში მოუგო "ბრაიტონს".
- "ნიუკასლსა" და "ლესტერს" შორის ბოლო 2 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
- "ვულვზსა" და "საუთჰემპტონს" შორის წინა 3 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია გოლი.
- "ჩელსისა" და "ლივერპულს" შორის უკანასკნელ 3 მატჩში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
- "კარდიფმა" და "ბარნლიმ" ზედიზედ 3 მატჩი დაასრულეს ფრედ.
- "ბორნმუთისა" და "კრისტალ პალასის" ბოლო 2 დაპირისპირება ფრედ დასრულდა..
პრემიერლიგა. VII ტური
შაბათი, 29 სექტემბერი
ვესტ ჰემი-მანჩესტერ იუნ 15:30
არსენალი-უოტფორდი 18:00
ევერტონი-ფულჰემი 18:00
ჰადერსფილდი-ტოტენჰემი 18:00
მანჩესტერ სიტი-ბრაიტონი 18:00
ნიუკასლი-ლესტერი 18:00
ვულვზი-საუთჰემპტონი 18:00
ჩელსი-ლივერპული 20:30
კვირა, 30 სექტემბერი
კარდიფი-ბარნლი 19:00
ორშაბათი, 1 ოქტომბერი
ბორნმუთი-კრ. პალასი 23:00
ბომბარდირები: 5 - ედენ აზარი (ჩელსი), ალექსანდარ მიტროვიჩი (ფულჰემი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"