პოლ პოგბა: ჟურნალისტებთან საუბარი აკრძალული მაქვს

AutoSharing Option
პოლ პოგბამ "ვალენსიასთან" ფრის (0:0) შემდეგ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

მისი თქმით, მას ჟურნალისტებთან საუბარი წინა კვირებში კრიტიკული კომენტარების გამო აკრძალული აქვს.

როგორც ცნობილია, ფრანგს მთავარ მწვრთნელთან, ჟოზე მოურინიოსთან ცუდი ურთიერთობა აქვს ჩამოყალიბებული. "ვულვზთან" ფრის (1:1) შემდეგ პორტუგალიელმა პოგბას ვიცე-კაპიტნობა ჩამოართვა.

მიმდინარე სეზონში "იუნაიტედი" წარუმატებლად ასპარეზობს. პრემიერლიგაში პირველ ადგილზე მყოფ თანაქალაქელ "სიტის" 9 ქულით ჩამორჩება, კარაბაოს თასიდან კი ჩემპიონშიფის "დერბიმ" გამოაგდო.

შაბათს ჟოზე მოურინიოს შეგირდები "ნიუკასლს" დაუპირისპირდებიან.

 

altპოლ პოგბა ჟურნალისტებს: რა იყო, ჩემი სიკვდილი გინდათ?

10-mourinho-4364.png" border="0" alt="alt" title="პოლ პოგბა: ჟურნალისტებთან საუბარი აკრძალული მაქვს" style="height: 50px; width: 50px;" />პოგბა, რონალდო და სხვა 10 ფეხბურთელი, ვისაც მოურინიოსთან კონფლიქტი ჰქონდათ

altSky Sports-მა პოგბასა და მოურინიოს კამათის მომენტი გადაიღო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული