"მანჩესტერმა" საოცარი თამაში შემოატრიალა და მოურინიო გადაყენებას გადაურჩა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-8 ტურში "მანჩესტერმა" "ნიუკასლს" 0:2-დან თამაში შემოუტრიალა და 3:2 სძლია.

ამ მატჩის წინ, დამარცხების შემთხვევაში, "მანჩესტერის" მენეჯერის ჟოზე მოურინიოს გადაყენებას წინასწარმეტყველებდნენ. სწორედ ამას ამტკიცებდა "მირორი".

"მანიუ" უკვე მე-10 წუთზე 0:2-ს აგებდა. ამ გუნდმა საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის საშინაო მატჩში პირველ 10 წუთში პირველად გაუშვა 2 გოლი. თუმცა, მეორე ტაიმში მანკუნიანელებმა 3 უპასუხო გოლის გატანა და გამარჯვების მოპოვება მოახერხეს. მოუ კი მოხსნას გადაურჩა, ოღონდ საკითხავია - როდემდე?

ცნობისათვის, ჩემპიონატის 8 მატჩში "მანჩესტერმა" 14 გოლი გაუშვა და 17 წლის წინანდელი ანტირეკორდი გაიმეორა.

მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი" 74 519 მაყურებელი
მანჩესტერი - ნიუკასლი 2:2
გოლები: 0:1 კენედი (7), მუტო (10), 1:2 მატა (70), 2:2 მარსიალი (76), 3:2 სანჩესი (90)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული