ზლატანი: ჟოზე მოურინიოს კრიტიკოსებს მისი შურთ

AutoSharing Option
ზლატან იბრაჰიმოვიჩი თვლის, რომ ჟოზე მოურინიომ კრიტიკას არ უნდა უსმინოს და გააკეთოს ის, რასაც სწორად თვლის.

მისი თქმით, პორტუგალიელ სპეციალისტს პირადი მიზეზებით აკრიტიკებენ, რადგან მისი მიღწევების შურთ.

"ყველა მოურინიოს აკრიტიკებს და არა მისი ცუდი შედეგების გამო, არამედ იმიტომ, რომ მისი ხასიათი არ მოსწონთ. ჩვენ რაღაცით ვგავართ. ორივეს საკუთარი ხედვა გვაქვს და ისე ვიქცევით, როგორც სწორად მიგვაჩნია. ვფიქრობ, რომ მის კრიტიკოსებს უბრალოდ შურთ", - განაცხადა ზლატანმა.

შვედი ფორვარდი ჟოზე მოურინიოსთან ერთად მილანის "ინტერსა" და "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობდა.

altმოურინიოს გამო "მანჩესტერის" 6

ფეხბურთელი გუნდის დატოვებას აპირებს

altმოურინიომ მთლად აურია - იგინება, ტელეკამერას წყალს ასხამს...

altპოგბა, რონალდო და სხვა 10 ფეხბურთელი, ვისაც მოურინიოსთან კონფლიქტი ჰქონდათ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული