"შენს რეკორდს დავამხობ" - რომელუ ლუკაკუ ტიერი ანრის ემუქრება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი რომელუ ლუკაკუ აწ უკვე "მონაკოს" დამრიგებელ ტიერი ანრის ემუქრება, რომ მის მიერ პრემიერლიგაში გატანილი გოლების რეკორდს დაამხობს.

ტიერი ანრიმ "არსენალის" რიგებში 175 გოლის გატანა მოახერხა, რითაც არაინგლისელ ფეხბურთელებს შორის პირველ ადგილზეა.

აქამდე ბელგიელმა ფორვარდმა დიდიე დროგბას მიღწევა გააუმჯობესა, რომელმაც ჩელსის რიგებში 100 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ლუკაკუს ამ მაჩვენებლის დასაფიქსირებლად 30 მატჩით ნაკლები დასჭირდა.

"როცა დროგბას შედეგი გავაუმჯობესე, მან ოთხი თასის ფოტო გამომიგზავნა (კოტდივუარელმა "ჩელსისთან" ერთად პრემიერლიგა ოთხჯერ მოიგო). ახლა კი ტიერის ვიწვევ. ამას სიცილით ვამბობ, მაგრამ
თვითონაც ხვდება, რომ ამას სერიოზულად ვაპირებ", - განაცხადა რომელუ ლუკაკუმ.

20 ოქტომბერს მისი გუნდი "ჩელსის" დაუპირისპირდება, ბელგიელს კი აქვს შანსი, ტიერი ანრის რეკორდის დამხობაზე ზრუნვა ამ მატჩიდანვე დაიწყოს.

altპოლ სქოულზი: ლუკაკუსთან ერთად "მანჩესტერი" პრემიერლიგას ვერასდროს მოიგებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული