სარი - მოურინიოსთან ჩხუბზე: მართლები არ ვიყავით

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-9 ტურში "ჩელსისა" და "მანჩესტერის" შეხვედრის დასასრულს მასპინძელთა გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა "მანიუს" მენეჯერთან ჟოზე მოურინიოსთან მიირბინა და გამაღიზიანებლად დაიწყო გოლის აღნიშვნა. მოუმ ვერ მოითმონა, ჩხუბი ატყდა და გააძევეს. ამაზე კომენტარი "არისტოკრატთა" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ გააკეთა.

"პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, შემდეგ კი უპირატესობას "იუნაიტედი" დაეუფლა. ბევრი ბრძოლა იყო, ამ მხრივ "მანიუ" ჩვენზე ძლიერია.

ბოლო 30 წუთი ჩემი გუნდის თამაშით იმედგაცრუებული ვარ. მოგება შეგვეძლო.

უფრო მოკლე პასებით ვთამაშობთ. გრძელი გადაცემებით შეტევა ჩვენი სტილი არაა - ეს ჩვენი ფეხბურთი არაა. მთელი 90
წუთი ჩვენს სტილში უნდა ვიასპარეზოთ.

ვერ დავინახე რა მოხდა შეხვედრის დასასრულს. მოურინიოს ველაპარაკე. მართლები არ ვიყავით".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული