მოურინიო: გაბრაზებული არ ვარ, ბოდიში მომიხადეს, მატჩის შედეგი კი საშინელია

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-9 ტურში "ჩელსისთან" მატჩზე (2:2) და მომხდარ ინციდენტზე კომენტარი "მანჩესტერის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გააკეთა.

"რა მოხდა ბოლოს? დაივიწყეთ. 97 წუთი ისე კარგად ვითამაშეთ, რომ მხოლოდ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და სხვა არაფერზე.

"ჩელსის" გულშემატკივრები პატივისცემით არ მომეპყრნენ, მაგრამ ეს ჩემი საქმე არაა. რაც დღეს გავაკეთე, ამასვე გავაკეთებდი მადრიდშიც, მილანშიც და პორტუშიც, სადაც ადრე ვმუშაობდი.

არაფერზე არ ვარ გაბრაზებული. რაც შეეხება სარის ასისტენტთან შეხლა-შემოხლას, სარიმ მითხრა, რომ თავად გაარკვევდა ყველაფერს. მისი თანაშემწე მოვიდა ჩემთან და ბოდიში მომიხადა. ვუთხარი, დასრულდა ინციდენტი-მეთქი. მეც
დამიშვია შეცდომა.

"მანჩესტერი" დღეს საუკეთესო გუნდი იყო, ეს შედეგი ჩვენთვის საშინელია. ვერ გავიგე, მსაჯმა ამდენი დრო რატომ დაამატა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული