პრემიერლიგა. XII ტურის წინ: მანჩესტერული დერბი და მოურინიოს ახალი შანსი

AutoSharing Option
მანჩესტერული დერბი დიდებული რამაა. მით უმეტეს ახლა, როცა ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება თანამედროვეობის ორი გამორჩეული და ყველაზე განსხვავებული გემოვნების მწვრთნელი - პეპ გვარდიოლა და ჟოზე მოურინიო.

მოლოდინი დიდია. თუ "მანჩესტერმა" ამ შეხვედრაში წარმატებით ითამაშა, ეს გუნდი უკვე თამამად ჩაებმება დიდი მიზნებისთვის ბრძოლაში. რა თქმა უნდა, "სიტი" ფავორიტია, მაგრამ "განსაკუთრებულს" რას გაუგებ... მით უმეტეს, ტურინში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ.

"ლივერპულს" ძალიან კარგი შანსი ეძლევა იმისთვის, რომ ბოლო დროის ჩავ
არდნა დაივიწყოს. ყოველ შემთხვევაში, "ფულჰემი" იმ გუნდების რიგს განეკუთვნება, რომლის დამარცხებაც ფანტასტიკის სფეროს ნამდვილად არ მიეკუთვნება.

ეგაა, იურგენ კლოპის გუნდი აშკარად ამოვარდა ფორმიდან და "დიდ სამეულსაც" თითქოს ბრჭყალები მოუცვდა. ასეა თუ ისე, ბელგრადში განცდილი მარცხი (0:2) ნამდვილად საგანგაშო სიგნალია.

"ჩელსიმ" თითქოს იოლად უნდა მოუგოს "ევერტონს". ასევე ფავორიტად უნდა განვიხილოთ "არსენალი" "ვულვზთან". "მგლებმა" ძალიან კარგად კი დაიწყეს სეზონი, მაგრამ ასევე ვეღარ გააგრძელეს და ბოლო სამი შეხვედრა წააგეს.

ლონდონელებს გარკვეული პრობლემები აქვთ დაცვის ხაზში. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ დავიდ ლუიზს, მარკოს ალონსოსა და ანტონიო რიუდიგერს.

"ტოტენჰემის" თამაში იდეალურისგან შორსაა, მაგრამ მაინც მოიგო ჩემპიონთა ლიგაში "პსვ ეინდჰოვენთან". "კრისტალ პალასთან" შეხვედრაში "დეზების" აქციები უფრო ძვირად ფასობს.

ფაქტები

  • "კარდიფი" და "ბრაიტონი" პრემიერლიგის მასშტაბით პირველად თამაშობენ ერთმანეთში.
  • "ვესტ ჰემი" ორჯერ შეხვდა "ჰადერსფილდს" და ორჯერვე მოიგო.
  • "ბარნლიმ" ზედიზედ 3 მატჩი წააგო პრემიერლიგაში.
  • "ნიუკასლმა" ბოლოს 2015 წელს დაამარცხა "ბორნმუთი".
  • "ტოტენჰემმა" ბოლო 4 შეხვედრა მოუგო "კრისტალ პალასს".
  • "ლივერპულმა" მიჯრით 4 შეხვედრაში აჯობა "ფულჰემს".
  • "ჩელსისა" და "ევერტონის" ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა.
  • "ვულვზმა" პრემიერლიგაში ზედიზედ 3 შეხვედრა წააგო.
  • "პრემიერლიგის მასშტაბით "მანჩესტერ სიტისა" და "იუნაიტედის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.


    პრემიერლიგა. XII ტური
    შაბათი, 10 ნოემბერი
    კარდიფი - ბრაიტონი 16:30
    ჰადერსფილდი - ვესტ ჰემი 19:00
    ლესტერი - ბორნმუთი 19:00
    საუთჰემპტონი - უოტფორდი 19:00
    კრისტალ პალასი - ტოტენჰემი 21:30

    კვირა, 11 ნოემბერი
    ლივერპული - ფულემი 16:00
    ჩელსი - ევერტონი 18:15
    არსენალი - ვულვზი 20:30
    მანჩესტერ სიტი - მანჩესტერ იუნაიტედი 20:30


    ბომბარდირები: 7 - ედენ აზარი (ჩელსი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი) სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 6 - გლენ მარეი (ბრაიტონი), სადიო მანე (ლივერპული), რიჩარლისონი (ევერტონი), რაჰემ სტერლინგი (ლივერპული), ჰარი კეინი (ტოტენჰემი).

ალეკო კაკაურიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული