დავიდ დე ხეას სურს, "მანჩესტერ იუნაიტედში" ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეას სურს, კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს.

ესპანელი გოლკიპერის სურვილია, რომ კვირაში 350 000 გირვანქა სტერლინგი გამოიმუშავოს, ზუსტად იმდენი, რამდენსაც "წითლების" ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესი იღებს.

28 წლის მეკარეს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უსრულდება. ხელშეკრულების მიხედვით, მისი გაგრძელება ერთი წლითაა შესაძლებელი, თუმცა დავიდ დე ხეამ "იუნაიტედის" მიერ შეთავაზებულ 275 000 გირვანქა სტერლინგზე კვირაში უარი განაცხადა.

ესპანეთის ნაკრების მოთამაშით პსჟ და "იუვენტუსი" ინტერესდებიან. სწორედ მათი დაინტერესების ხარჯზე სურს ხელფასის გაზრდაზე კლუბის ხელმძღვანელობის დაყოლიება.

დავიდ დე ხეა
"მანჩესტერ იუნაიტედში" 2011 წელს გადაბარგდა და მას შემდეგ პრემიერლიგაში 250 შეხვედრა ჩაატარა.

altმარკუს რაშფორდი: დე ხეა, ალბათ, მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა

alt"მანჩესტერ იუნაიტედი" დავიდ დე ხეას ახალ, გრძელვადიან კონტრაქტს სთავაზობს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული