ესპანელი გოლკიპერის სურვილია, რომ კვირაში 350 000 გირვანქა სტერლინგი გამოიმუშავოს, ზუსტად იმდენი, რამდენსაც "წითლების" ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესი იღებს.
28 წლის მეკარეს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უსრულდება. ხელშეკრულების მიხედვით, მისი გაგრძელება ერთი წლითაა შესაძლებელი, თუმცა დავიდ დე ხეამ "იუნაიტედის" მიერ შეთავაზებულ 275 000 გირვანქა სტერლინგზე კვირაში უარი განაცხადა.
ესპანეთის ნაკრების მოთამაშით პსჟ და "იუვენტუსი" ინტერესდებიან. სწორედ მათი დაინტერესების ხარჯზე სურს ხელფასის გაზრდაზე კლუბის ხელმძღვანელობის დაყოლიება.
დავიდ დე ხეა
მარკუს რაშფორდი: დე ხეა, ალბათ, მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა
"მანჩესტერ იუნაიტედი" დავიდ დე ხეას ახალ, გრძელვადიან კონტრაქტს სთავაზობს