ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია

AutoSharing Option
"ვესტ ჰემის" ლაზარეთს კიდევ ორი ფეხბურთელი, ჯეკ უილშირი და მარკო არნაუტოვიჩი დაემატა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე ისაუბრა.

"ჯეკ უილშირი ტერფში ტკივილს გრძნობს. არნაუტოვიჩის მდგომარეობას მოცემულ მომენტში ვერ ვაფასებთ. ხვალ გვექნება სამედიცინო შემოწმების შედეგები და გადაწყვეტილებას მივიღებთ", - ციტირებს პელეგრინის Sky Sports-ი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ჯეკ უილშირმა მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ფეხბურთელს რისთვის ყიდულობენ დროის 90% ტრავმირებულია რისი იმედი აქვთ
dato
18:56 05-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული