გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე ისაუბრა.
"ჯეკ უილშირი ტერფში ტკივილს გრძნობს. არნაუტოვიჩის მდგომარეობას მოცემულ მომენტში ვერ ვაფასებთ. ხვალ გვექნება სამედიცინო შემოწმების შედეგები და გადაწყვეტილებას მივიღებთ", - ციტირებს პელეგრინის Sky Sports-ი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ჯეკ უილშირმა მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა.