გამოცემის მტკიცებით, ფეხბურთელს გუნდის მთავარ მწვრთნელთან უნაი ემერთან ურთიერთობაში პრობლემები აქვს. ამის გამო ფეხბურთელი შესაძლოა იანვარში ტრანსფერზე დააყენონ.
მიმდინარე სეზონში 30 წლის ოზილმა "არსენალის" მაისურით 14 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი კონტრაქტი კი კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.