პრემიერლიგა. XVIII ტური: "ლივერპულმა" ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-18 ტურში "ლივერპულმა" გასვლაზე 2:0 სძლია "ვულვერჰემპტონს".

"ლივერპული" 48 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის", რომელიც დღეს "კრისტალ პალასს" მასპინძლობს, 4 ქულით უსწრებს.

"ლივერპულმა" მიჯრით მე-7 გამარჯვება მოიპოვა და 18 მატჩია დაუმარცხებელია (15 მოგება და 3 ფრე).

მოჰამედ სალაჰმა გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა და 11 გოლით პრემიერლიგის ბომბარდირია.

"ლივერპულის" 28 წლის ნახევარმცველმა ჯორდან ჰენდერსონმა ინგლისის ჩემპიონატზე მე-300 მატჩი ჩაატარა.

ვულვერჰემპტონი. "მოლინეუქსი". 31 358 მაყურებელი
ვულვერჰემპტონი - ლივერპული 0:2
გოლები: 0:1 სალაჰი (18), 0:2 ვან დეიკი (68)
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს, რა ძლიერი გუნდისთვის მოუგია? არაფერი გუნდია ლივერპული რომაზე ცოტათი ძლიერი, კინაღამ ჯგუფში ჩატოვა ნაპოლიმ, დაარბია ცვრენა ზვეზდამ.
....
22 დეკემბერი 2018 12:34
13
მართალი ხარ, მაგათ კლოპი რომ არ წვრთნიდეს,ალისონი არ ედგეთ კარში და ის რაღაც 11-12 ფეხბურთელი არ ყავდეთ,არაფერი გუნდი არ იქნებოდა.
gio
22 დეკემბერი 2018 18:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული