ადამ ჯონსონი მეორე შანსს ითხოვს - პატიმარმა ფეხბურთელმა საფეხბურთო კლუბებს წერილი გაუგზავნა

AutoSharing Option
არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული ფეხბურთელი ადამ ჯონსონი იმედოვნებს, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პროფესიონალურ ფეხბურთში დაბრუნებას შეძლებს.

მარტში მას ექვსწლიანი სასჯელის ნახევარი მოხდილი ექნება, ამიტომ, შესაძლოა, ის ციხიდან ვადაზე ადრე გამოუშვან.

ადამ ჯონსონმა ბრიტანულ საფეხბურთო კლუბებს წერილები დაუგზავნა, სადაც მეორე შანსის მიცემას და მათ რიგებში აყვანას ითხოვს.

ინგლისელი ფეხბურთელი 2014 წელს 15 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით დააკავეს, მაშინ ის "სანდერლენდის" ფეხბურთელი იყო.

მას კარიერის განმავლობაში "მიდლსბროს", "უოტფორდის" და "ლიდსის" და "მანჩესტერ სიტის" რიგებში უთამაშია, რომელთან ერთადაც პრემიერლიგა მოიგო.

ადამ ჯონსონს ინგლისის ეროვნული ნაკრების რიგებში 12 მატჩი აქვს ჩატარებული.

altადამ ჯონსონის ისტორია: რატომ დააკავეს და როგორ გახდა ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ციხის დამლაგებელი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული